კაცი, რომელსაც დღეს, ჩაქვი-ციხისძირის მონაკვეთზე მატარებელი დაეჯახა, კლინიკიდან უკვე გაწერეს. მამაკაცი ლიანდაგებზე გადასწრებას ცდილობდა, რა დროსაც ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი დაეჯახა.
შეჯახების შედეგად დაშავებული მამაკაცი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას პირველადი დახმარება გაუწიეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.