ვაკეში, კაფე ახალი მზიური გაქურდეს. წაღებულია ლეპტოპი, ტელეფონი, აიპადი და 165 ლარი. ინფორმაციას კაფეს დამფუძნებელი ანა გოგუაძე ავრცელებს და ამბობს, რომ კაფე დღეს დილით დახვდათ გაქურდული. მისივე ინფორმაციით, ძარცვაში 5 არასრულწლოვანი მონაწილეობდა – საქმეში არასრულწოვანთა შესაძლო მონაწილეობას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც აცხადებენ, რომ არასრულწოვანთა ვინაობა უკვე დადგენილია. Newsreport.ge-ს შსს-ში ასევე განუცხადეს, რომ გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.