„კაი ბიჭის ლაპარაკზე არ იღიმიან“ – გლდანში მომხდარი სისხლიანი გარჩევის მიზეზი ცნობილია

სისხლიანი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის – დაჭრილია ორი პირი. შემთხვევა გლდანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში მოხდა. მომხდარ დაპირისპირებაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ვერსია ვრცელდება. დაშავებულის დედის განცხადებით, ორი მეგობარი სტუმრობდა სხვა მეგობარს, როცა მათთან უცნობი პირები მივიდნენ და მოუვიდათ შელაპარაკება. ერთ-ერთი ვერსიით, ავტოფარეხის მფლობელს, რომელთანაც ახალგაზრდები სტუმრად იმყოფებოდნენ, ინციდენტზე დაკავებულ პირთან წარსულში კონფლიქტი ჰქონდა.

დაჭრილი ორი ახალგაზრდიდან ერთ-ერთის დედის განმარტებით, ჩბუბის მიზეზი ღიმილი გახდა.მძიმედ დაჭრილი 20 წლის თორნიკე პაპავას დედა დაპირისპირების დეტალებს მისი შვილის მეგობრის მონაყოლისგან იცნობს, რომელიც საქმის მთავარი მოწმეა.

“როგორ მელაპარაკებიო, არ გვინდა ახლა ასეთი დაძაბული საუბარიო ამ რაიონში ვცხოვრობთო, უცხოები არ ვართო, და შენ საერთოდ ვინ ხარ ლაპარაკში რო ერევიო, ჩემს შვილს გაუღიმია და კაი ბიჭის ლაპარაკზე არ იღიმებიანო, გამოდიო და გამოსვლა და დანის დარტყმა ერთი იყო.”- აცხადებს ერთ-ერთი დაჭრილის თვითმხილველი დედა.
ასევე გამოკითხულია, ილია ხინჩაგაშვილის დედაც, რომელმაც დეტალების გასაჯაროებისთვის პოლიციას მიმართა. დედის განმარტებით, ის მის შვილთან არავის უშვებს, აღნიშნავს იმ ფაქტსაც რომ დაჭრის შემდეგ მის შვილთან სატელფონო ზარები არ წყდებოდა დაკავებულის ოჯახებიდან და ისინი ილია ხინჩაგაშვილს შეხვედრას სთოხვნდენ.

ორი დაშავებულიდან ერთ-ერთი, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მეორე დაჭრილს, ამ დრომდე კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში რჩება.

გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.