კახა ჩხეტიანი თბილისის ,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი გახდა

კახა ჩხეტიანი ოფიციალურად თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელია. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს ჩხეტიანი ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

“შევეცდებით ის დასახული მიზნები შევასრულოთ, რაც სეზონის წინ გვექნება. ძირითადი ბირთვი აუცილებლად შენარჩუნდება, მაგრამ გაძლიერების გარეშეც არ გამოვა, რადგან გუნდში კონკურენცია უნდა იყოს. მოლაპარაკებები როინ კვასხვაძესთან ნამდვილად გვაქვს, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს,” – განაცხადა ჩხეტიანმა.

“დინამოს” მწვრთნელობამდე კახა ჩხეტიანი სამი წლით ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელობდა. ქუთაისის კლუბმა საქართველოს ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.