“ფეისბუქი” არის თავისუფალი სივრცე და ვერც “ნაციონალური მოძრაობა” და ვერც მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავს მას-კახა კალაძე

ყველაზე მეტი “ტროლი” და “ბოტი” ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და მისი შენაერთები, – განაცხადა თბილისის მერმა ,,ფეისბუქის” მიერ მთავრობასთან კავშირში მყოფი ყალბი გვერდებისა და ანგარიშების გაუქმებასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე.

მისი თქმით, ფეისბუქს ვერ შეზღუდავს ნაციონალური მოძრაობა, რადგან ის თავისუფალი სივრცეა და საკუთარი შეხედულებების გამოხატვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

“რისი გამოძიება უნდა დაიწყოს. “ფეისბუკი” არის თავისუფალი სივრცე, ცენზურას ვუწესებთ “ფეისბუკს”? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი შეხედულება ამ თუ იმ თუ ფორმით. “ფეისბუკი” არის თავისუფალი სივრცე და ვერც “ნაციონალური მოძრაობა” და ვერც მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავს მას,” – განაცხადა კახა კალაძემ.