ესაა ჩვენი პარტიული პრობლემა, რომ ვერ მოხერხდა ამ ცვლილებების განხორციელება,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განუცხადა.
კალაძის განცხადებით, შესაბამისი ცვლილებების ვერ მიღება ცუდია, თუმცა ამით კანონი არ დარღვეულა.
„ ესაა ჩვენი პარტიული პრობლემა , რომ ვერ მოხერხდა ამ ცვლილებების განხორციელება, თუმცა ჩვენ არც კანონი და არც კონსტიტუცია არ დაგვირღვევია“,-განაცხადა კალაძემ.