კახა კალაძე ტაქსის მძღოლების აქციას ვიდეოსელფით პასუხობს

ტაქსისტების პროტესტს თბილისის მერი რესპუბლიკის მოედანზე ჩაწერილი ვიდეოსელფით პასუხობს. გუშინ იყო აქცია. გამოსული იყო ადამიანების ჯგუფი, რომელიც აპროტესტებდა ტაქსების რეფორმას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვხატეთ მზაობა შევხვედრილიყავთ ამ ადამიანებს. დღესაც გვაქვს მზაობა შევხვდეთ მათ, შეუძლიათ მათ გააკეთონ ხუთ კაციანი, ან ათკაციანი ჯგუფები, რომლებსაც ედნობიან და ვინც იცის ეს თემა. მერიის კარი არავისთვის დახურული არ არის. ნებისმიერ დროს, ჩვენ მზად ვართ მათ შევხვდეთ და მათ კითხვებს გავცეთ კომპეტენტური პასუხები. მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს მიმართულება არის მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელი “, – ამბობს კალაძე
კალაძემ კიდევ ერთხელ ჩამოთვალა, რა ბენეფიტებს მიიღებენ ლიცენზირებული ტაქსის მძღოლები:
საშემოსავლო გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლებული იქნებიან, ქალაქში საპარკინგე ადგილები მათთვის უფასო იქნება, უფასოდ გადაეცემათ მანათობელიუფასოდ გადაეცემათ შიდა ქიმწმენდის ვაუჩერი, ავტომობილზე რეკლამის განთავსებით მძღოლებს ექნებათ საშუალება შემოსული თანხები იყოს მათი საკუთრება.
კალაძე თვლის, რომ ტაქსის მძღოლები ამით კმაყოფილები უნდა იყვნენ და მომხმარებელიც კმაყოფილი იქნება. კალაძემ სამი მანქანის დემონსტრირება გააკეთა, რომლებიც უკვე გადაღებეს და სტანდარტიზაციას დაექვემდებარა.
შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძღოლების ნაწილს მერიის რეფორმა არ მოსწონს. გუშინ მათ საპროტესტო აქცია გამართეს და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.