კახა კალაძე: თუ ასეთი ჩანაწერები იყო ნაჩვენები, ეს ძალიან მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია

მმართველი პარტია, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე გამორიცხავს, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან შესაძლოა, მმართველი გუნდის წევრები იდგნენ. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

“არ ვიცი, რა ჩანაწერებზეა საუბარი-გუშინ საუბრობდნენ, რომ ვრცელდებოდა, თუმცა ჩანაწერები არავის უნახავს. ზოგადად, ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება, ჩანაწერებით შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია-ყველა გავერთიანდით და ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რასთან გვაქვს საქმე – მე არ ვიცი, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანები რაღაცას აკეთებდნენ, გამოძიება ალბათ ყველა კითხვას გასცემს პასუხს. თუ ასეთი ჩანაწერები იყო ნაჩვენები, ეს ძალიან მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია”,ამობს კახა კალაძე.