კახა კალაძეს ოპოზიციამ გარდაცვლილი ია კერზაიას და ნაცემი აქტივისტის ფოტოები აჩვენა

{{ARTICLEIMAGE}}
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მისულ თბილისის მერს და “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს ოპონენტებმა ჰკითხეს, იცნობდა თუ არა ია კერზაიას და ნოდარ ბურდილაძის ისტორიებს. ოპოზიციამ კახა კალაძეს ასევე უთხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები “ქართულმა ოცნებამ გააყალბა, რის შემდეგაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

“ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და ვალებით იხდიან კომუნალურ გადასახადებსაც კი. რატომ გადაწყვიტეთ თქვენ, რომ მომავალ წელს გაზარდოთ ბიუროკრატია და მათ შორის, გაზარდოთ სახელფასო ფონდი თქვენი, თუნდაც, რიგითი თანამშრომლების ფულადი ჯილდოებისთვის. მე მაქვს ერთადერთი შეკითხვა, ბატონო კახი, რატომ გააყალბეთ არჩევნები?”, განაცხადა განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

“იმაზე მეტმა მისცა თქვენს წინააღმდეგ ხმა, ვიდრე აგირჩიათ. შესაბამისად, თქვენ ხართ გამყალბებლები”, განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რის შემდეგაც მან სხდომათა დარბაზი დატოვა.