კახაძე–61.83%, შავგულიძე–38.17%.მთაწმინდაზე ხმების დათვლა დამთავრდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. დათვლილია 31–ივე უბნის მონაცემები, შედეგები კი ასეთია:

ლადო კახაძე 61.83%, შალვა შავგულიძე 38.17%

როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა ხმების 61,83% (10738 ხმა) “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლადო კახაძემ მიიღო, ხოლო 38.17% (6630ხმა) ბლოკ “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა შალვა შავგულიძემ.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 18 105-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩევლის 41.23 პროცენტია.