ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა. მოპედს, რომელსაც მოზარდი მართავდა, ჯერჯერობით დაუდგენელი პირი შეეჯახა.
მოზარდი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც დაშავდა. დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას ფეხის ტრამვა ჰქონდა და კლინიკიდან მალევე გაწერეს.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.