კახეთში, ილტოს ხეობაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, ავარიის დროს ადგილზე მამაკაცი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი “ტოიოტა”-ს მარკის ავტომანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.