კახეთში დაბადების დღეზე მეგობრებს შორის კამათი მკვლელობით დასრულდა

კახეთში სოფელ ბოდბისხევში 36 წლის მამაკაცი მოკლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი მოკლულის მეგობარია.

მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, მეგობრებს შორის კამათი  დაბადების დღეზე დაიწყო,რაც  ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოკლულს  დაზიანებები სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ის წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაპირისპირების დროს მოკლულიც და მისი მეგობარიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.