კახეთში კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ალაზანმა საავტომობილო გზა დატბორა. შედეგად, წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა.
ამ დროისთვის კახეთში მაშველები მუსაობენ, ისინი წყალში ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანას ცდილობენ.
მდინარე ალაზანში წყლის დონე ისევ მატულობს.