რამდენიმე დღის წინ კახეთში, „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქარხნის თავზე რუსული დროშა ფრიალებდა, შესაბამისი ფოტომასალა გამოცემა “ლაბორატორიამ” გაავრცელა. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამხომაურება მოჰყვა, რის შემდეგაც კომპანიამ მალევე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დროშა ჩამოხსნა.
თუმცა როგორც ირკვევა რუსული დროშასთან ერთად, კომპანიამ ყველა ქვეყნის დროშა ჩამოხსნა. ჯერჯერობით უცნობია თუ რატომ მიიღო ქარხანამ ეს გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ რომ “კახური ტრადიციული მეღვინეობა“ იმ კომპანიების ჩამონათვალშია, რომლის პროდუქციის რუსეთში შეტანა ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში 20 ივნისისს განვითარებული მოვლენების გამო აკრძალა. აკრძალვის მიზეზად, რუსეთის შესაბამისმა უწყებამ ღვინის ხარისხის გაუარესება დაასახელა.
ფოტო გადაღებულია დღეს 5 ივნისს.