“კალაძე ასე არ უნდა საუბრობდეს: ბესელია “რადიკალური გადაწყვეტილების” მოლოდინში

{{ARTICLEIMAGE}}
“არ გიღირს შენი თანაგუნდელი?”, ამ კითხვით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია “ქართული ოცნების” გენერალლურ მდივანს, კახა კალაძეს, რომელმაც ბესელიას ღია კარზე მიუთითა.

“თუ ამას გულისხმობს კახი, იძულებით არავინ არავისთან ჩერდება და უნდა გაგვაერთიანოს ერთნაირმა ღირებულებებმა და ფასეულობებმა – თუ ამას დავშორდებით, რა თქმა უნდა, კარი ყველასთვის იქნება ღია”, განაცხადა ეკა ბესელიამ.