გაუფასურებული ლართან და ქვეყანაში მზიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით თბილისის მერი შეფასებებს აკეთებს. კახა კალაძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს ასახელებს.
“ლარის კურსს რაც შეეხება, არსებული სიტუაცია არის ძალიან ცუდი და მძიმე. რა თქმა უნდა, ეს არის აქციებთან დაკავშირებული, მოვლენები როგორ განვითარდა, ეს არის ტურისტების შემცირებული ნაკადები, მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, გარე ფაქტორები.
ყველაფერმა ამან მოგვცა ის შედეგი, რაც გვაქვს დღეს, არის ძალიან ცუდი, ალბათ, ძალიან გამიხარდებოდა უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული, რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული იმისთვის, რომ ლარის კურსის დასტაბილურება წავიდეს და რაც არის კურსთან მიმართებაში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, არის ზედმეტად გაუფასურებული,“ – ამბობს კალაძე.