“არ ვიცი რატომ გაჩნდა ეს თემა მედიაში. ეს პროცესი დიდი ხანია მიდის. პარტიაში ყოველთვის ხდება განახლება, ახალი სახეების მიღება. ჩვენ არასდროს არ შეგვიჩერებია პარტიაში ახალი სახეების მიღება და გუშინ რატომ გახდა აქტუალური ეს ინფორმაცია გუგებარია ჩემთვის. არ ვიცი ვინ მოიგონა ეს ტყუილი, თითქოს რომელიმე კერძო კომპანია არჩევდეს ადამიანებს პარტიისთვის. ცოტა ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი და სიმართლეს არ შეეფერება. ასეთი კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ქართული ოცნებისთვის ახალ კადრებს უცხოური კომპანია არჩევს.
თბილისის მერს ჟურნალისტებმა ბიზნესზე ზეწოლასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები. კონკრეტულად კი ფრესკოს დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიმართვასთან დაკავშირებით:
“2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერცერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო ბიზნესს ატერორებდეს, ან ზეწოლაში ყავდეს. არ ვიცი ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე. თუ ვიღაც რაღაც კონკრეტული პიროვნება არასწორს და კანონსაწინააღმდეგოს აკეთებს შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება პასუხი თუ ეს სინამდვილეს შეესაბამება. “– აცხადებს კალაძე.