“კალაძე ოპოზიციის მხარესაა, აქამდე რუსთაველის გადაკეტვას 10 000 -ი კაცი თუ უნდოდა ახლა უნდა 3000”- ელისაშვილი პარლამენტის შემოღობვაზე

“კალაძე ოპოზიციის მხარესაა, აქამდე რუსთაველის გადაკეტვას 10 000 -ი კაცი თუ უნდოდა ახლა უნდა 3000”- ასე ეხმაურება “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტთან მწვანე ჯებირის აღმართვას. როგორც ის აცხადებს ეს ჯებირი ხელისუფლებამ აქციების შიშით აღმართა თუმცა კალაძემ ოპოზიციას საქმე გაუმარტივა და 10000 კაცის ნაცვლად რუსთაველის გადაკეტვას ახლა უკვე 3000 კაცი დასჭირდება. 

” ეს არის სრული სისულელე, თბილისში პრობლემების მეტი რა არის ხალხს სახლები თავზე ენგრევა, ეს არის აქციებისა და ხალხის შიში. 9 აპრილის აქციების შემდეგ გივი გუმბარიძემ ზუსტად ასე შემოღობა პარლამენტი რო დემონსტრატები და სტუდენტები არ დამგდარიყვნენ. ვულოცავ კალაძეს რომ თბილისის ისტორიაში გუმბარიძის შემდეგ არის მეორე კაცი ვინც პარლამენტი შემოღობა ხალხის შიშით. სინამდვილეში კალაძე ხალხის და ოპოზიციის საქმეს აკეთებს. აქამდე რუსთაველის გადაკეტვას 10 000 -ი კაცი თუ უნდოდა ამ ღობის გამო ეხლა უნდა 3000 კაცი. 2 ჯერ ნაკლები ხალხით უფრო მძაფრი პროტესტი იქნება. ხალხის რომ არ ეშინოდეს ამხელა ღობის შემოღობვა დასჭირდებოდა? ” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.