“კალაძე საკუთარი თავის ოპოზიციაში გადადის”-ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდის ლაივში გააკეთა. ხაბეიშვილმა კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც 15 მილიონი ლარი გზებზე ტყუილად დაიხარჯა. საუბარია კახეთის გზატკეცილის მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო გზებზე განხორციელებული სამუშაოებზე. მიღებული შედეგით კალაძე უკმაყოფილოა და პასუხისმგებლობას იმ კომპანიას აკისრებს, რომელმაც სამუშაოები განახორციელა.
ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ კალაძის განცხადება არალოგიკურია, რადგან სწორედ დედაქალაქის მერია პასუხისმგებელი სამუშაოების განხორციელებაზე, ზედამხედველობასა და ჩაბარებაზე.
“დღეს დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე ფაქტობრივად მუჭები იქნია, რომ 15 მილიონი დავხარჯეთ კახეთის გზატკეცილის სათადარიგო გზაზეო და არაფრად არ ვარგაო. თუ ცუდად შეასრულა სამუსაოები კომპანიამ 43 მილიონი დამატებით რატომ მიეცი? მოგიწევთ პასუხის გაცემა ვინ იყო ზედამხედველი, ვინ აწარმოებდა ზედამხედველობას ამ სამუშაოებზე, ვინ მოაწერა ხელი მიღება-ჩაბარებას ხელი, ვინ გადაურიცხა 15 მილიონი? ჩვენ კომპანია კი არ აგვირჩევია ჩვენ, თბილისელებმა აგირჩიეს მერად, ხალხმა აგირჩია შენ და არ აურჩევია ჯეო გრუპი”-მიმართა ხაბეიშვილმა კალაძეს.