პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ 6 მაისს პარტიას 50 ათასი ლარი შესწირა. ინფორმაცია მსხვილი შემოწირულობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
2012 წლიდან კალაძემ ქართულ ოცნებას ჯამში 220 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა.