თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მან ფირი საკუთარ ავტომობილს გადააკრა, რათა ტაქსის მძღოლები დაარწმუნოს, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. კალაძე ეტაქსების რეფორმის პროექტის მიმდინარეობას დადებითად აფასებს. ამ თემაზე მან ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.
“ჩვენი მხრიდან იყო ყველანაირი ხელშეწყობა, ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნოდათ ამ ადამიანებს. დავიწყეთ გადაღებვით და ამაზე ზოგს შეექმნა პრობლემა, ამიტომ შემოვიტანეთ ფირის გადაკვრა, რომელიც საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს. მეც ჩემს საკუთარ ავტომობილზე გადავაკარი ფირი, რათა ეს ადამიანები დამერწმუნებინა, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს”, — აღნიშნა კახა კალაძემ.