კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა

კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა, ამის შესახებ ინფორმაციას „ლელოს“ ავრცელებს.

ძიუდოისტებს მონაწილეობა მონრეალში დაგეგმილ ტურნირში უნდა მიეღოთ.

ვიზა გუნდის მხოლოდ სამმა წევრმა მიიღო: მწვრთნელმა, ექიმმა და ერთმა სპორტსმენმა.