კანცელარიასთან “თბილისი პრაიდის” აქცია დაიშალა

მთავრობის ადმინისტრაციასთან  “თბილისი პრაიდის” აქცია იშლება. ამ ინფორმაციას  აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი ადასტურებს. როგორც ის აცხადებს აქციის დაშლა არ ნიშნავს იმას რომ საჯარო სივრცეს დათმოვენ და უარს იტყვიან პრაიდის ჩატარებაზე.   

“ჩვენ ახლა ვიშლებით მშვიდობიანად, რასაც ვაპირებთ არის, რომ ვბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან ხელისუფლებასთან უსაფრთხოების საკითხებზე”, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.
ასევე ის აცხადებს რომ ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას და პასუხისმგებლობის აღებას ელოდებიან რათა პრაიდის კვირეული ყოველგვარი ძალადობრივი აქციების გარეშე ჩატარდეს. 

თუმცა დაშლამდე ქვიარ უფლებების აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ავტობუსებით არ დატოვებდნენ ადგილს და იქამდე არ დაიშლებოდნენ, სანამ ხელისუფლება ძალადობას არ დაგმობდა.

„ჩასვით ყვითელ ავტობუსში და წაიყვანეთ, როგორც ჩვენ გაგყავართ ხოლმე 17 მაისს სხვადასხვა ლოკაციაზე, ასე ჩასვით, მარტყოფის გავლით შემოატარეთ, როგორც ჩვენ გავდივართ ხოლმე, და შემდეგ დავიშლებით მარტივად. ჩვენ არ ჩავსხდებით მაგ ავტობუსში. გამორიცხულია ეს ამბავი“,- განაცხადა თაბაგარმა