კარფური მუშაობის საათებს ამცირებს

სუპერმარკეტების ქსელი კარფური კორონავირუსის ეპიდემიისა და საქართველოში გამოცხადებული შეზღუდვების გამო სამუშაო საათებს ამცირებს. ამის შესახებ კარფური საკუთარ გვერზე წერს:

“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის შეგვემსუბუქებინა ტვირთი და სამუშაო საათებს ვამცირებთ.
შაბათს, 21 მარტიდან, კარფურის ყველა ფილიალი იმუშავებს დილის 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე.

გვსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თითოეულ თანამშრომელს და განსაკუთრებით, ჩვენს მოლარეებს, კონსულტანტებს, მომსახურე პერსონალს, ყასაბებს, მცხობელებს, ურიკების მეთვალყურეებს, ხილ-ბოსტნის, კლიენტთა მომსახურების, მომარაგების და მომწოდებლის, დაცვისა და დასუფთავების თანამშრომლებს, რომლებიც ერთგულად უდგანან არა მარტო კომპანიას არამედ მთელ ქვეყანას.“– ნათქვამია კარფურის განცხადებაში.