“კარგი პურის მჭამელების მოწოდებით, მივიღე გადაწვეტილება და გადავდექი” – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაცემა “მთავარ აქცენტებში”  ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო და გადადგა. 

“ნამდვილმა მშრომელებმა, კარგმა ხალხმა მომიწოდა ქუთაისში. იყო მასობრივი გამოსვლა ხალხის, იყო კარგი პურის მჭამელების, კარგი დამრტყმელების, კარგი ჯიგარი წამლის “გამრჭობების”, კარგი ბიუჯეტის მჭამელების, კარგი მუმიების გამოსვლა იყო. მათ მომიწოდეს და მივიღე გადაწყვეტილება ამ წარსულის მუმიების თხოვნით და გადავდექი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  ორი დღეა ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ. “დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება” – ამ ლოზუნგებით დღეს, პირველ დეკემბერს ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. აქტივისტებმა ოპოზიციური პარტიის ოფისს კვერცხები და საღებავი ესროლეს. გუშინდელ აქციაზე კი მათ ოფისს ცოცხები და კვერცხები დაუშინეს.