„კარგია რომ რცხვენია” – ნემო ბურჭულაძე ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის ჩასვლაზე

„კარგია რომ რცხვენია“ – ასე ეხმაურება ნემო ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტს.

ივანიშვილი სოფელ ხიბულაში, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა, გუშინ ჩავიდა. ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსებს გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მშენებლობას, სოფელში გაზის და წყლის გაყვანას, ააშენებს ბაღს და დაადგებს გზებს.
ნემო ბურჭულაძე, რომელსაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეკავა, აცხადებს, რომ მას არ აქვს იმედი, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში შედეგი ექნება გამოძიებას, რომელმაც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებები უნდა დაადგინოს.
„კარგია რომ რცხვენია ამის, მაგრამ მთავარი შედეგია და შედეგი ალბათ არ იქნება. იმიტომ რომ როდესაც იგივე ადამიანი ზვიად გამსახურდიას უწუნებს ცოდნას და მანერებს ნუ ეტყობა მანერები ოჯახიდან მოდის და ალბათ ზვიადი ვერ გაიზარდა ისეთ ოჯახში, სადაც მანერებს ასწავლიან,“-განაცხადა ნემო ბურჭულაძემ.