„აი, რა კარგი ქენით, რომ წირვას დაესწარით. იმიტომ, რომ ყველაზე მეტად თქვენ გჭირდებათ“,- ასე მიმართა ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ ბათუმის საკათედრო ტაძარში მისულ მედიის წარმომადგენლებს. ვიდეოს აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
კითხვაზე, რატომ სჭირდებათჟურნალისტებს წირვაზე დასწრება განსაკუთრებულად, მეუფემ უპასუხა, რომ ისინიც მათსავით ცოდვილები არიან.
„ჩვენსავით ცოდვილები ხართ და იმიტომ“,- უპასუხა მეუფე დიმიტრიმ.
7 იანვარს მართლამადიდებლური ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს.