კარგია თუ არა სუფთა ჰაერზე სეირნობა – პაატა იმნაძის რეკომენდაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სუფთა ჰაერზე გასეირნება კარგია, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად.

მისი თქმით, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება.

„სუფთა ჰაერზე გასეირნება კარგია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. ვინც ლისზე და კუს ტბაზე სეირნობდნენ, უთქვამთ ჩვენ სხვებს არ ვეკონტაქტებით, მეგობრებთან ერთად ვსეირნობთო. სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება. ძირითადად რაც გვაქვს ეს არის ოჯახური ან სამეგობრო კლასტერები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ დაელაპარაკონ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ კონტაქტი. მანძილი უნდა დავიცვათ, ღია სივრცეში მეტრ ნახევარი, ხოლო დახურულში 2 მეტრი. რეკომენდაციები ყველას ეხება ერთნაირად. გინდა ექიმი იყოს, გინდა სხვა პროფესიის ადამიანი. 65 წელზე მეტის ვინც არის მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ. მე 65 წელზე მეტი ვარ. მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები. მე უნდა ვიმუშაო“, – განაცხადა იმნაძემ.“, – აცხადებს პაატა იმნაძე.