პარლამენტთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიიდან ცოტა ხნის წინ დასუფთავების სამსახურმა კარვები აიღო და ქვაფენილი მორეცხა, სამოქალაქო მოძრაობების წევრები იკრიბებიან.
,,სირცხვილიას” აქტივისტის, ანა ჭარხალაშვილის თქმით, ამ ქმედებით მთავრობა პროტესტის წაშლას ცდილობს. ,,ისინი ცდილობენ ყველაფერი წაშალონ, რაც მათგან უცნაური აღარ არის. მთავრობა რუსულ მეთოდებს იყენებს. ვპირდებით ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩვენი პროტესტის კვალს ვერ წაშლის. ძალიან მალე მიიღებს პოლიტიკურ სილას სახეში”, – ამბობს აქტივისტი.
,,სირცხვილია” სატვირთოებს, რომლებითაც რუსთაველზე საბავშვო ატრაქციონები შეაქვთ, სტვენით ხვდება. როგორც ირკვევა, კარვების ადგილას საახალწლოდ მერია ატრაქციონების დადგმას აპირებს.