კასპში 14 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, სატანისტური რიტუალისას მოკლეს

4 წლის წინ 14 წლის ბიჭის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა.„დია ნიუსის” ინფორმაციით, საქმე ისევ ძიების პროცესშია.

შემთხვევა 2015 წლის მარტის თვეში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალებში მოხდა, 14 წლის თორნიკე გახელაძე დილით სკოლაში წავიდა, სამდღიანი ძებნის შემდეგ კი სამართალდამცველებმა ტყეში ჩამოკიდებული იპოვეს. თანასოფლელების თქმით, ბიჭი სატანისტურ რიტუალს ემსხვერპლა, რადგან ამ შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ, არასრულწლოვნების დაღუპვის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

„თორნიკე რომ დაიღუპა ცოტა ხანში კავთისხევში იგივე სიტუაციაში ბავშვი დაიღუპა. მერე დუშეთზე იყო საუბარი, რაღაც სექტებს უკავშირებდნენ“,- აცხადებს ერთ-ერთი თანასოფლელი.

„ათასი ვერსიები იყო. იმასაც კი იძახდნენ მამამ სცემა და ამიტომ მოიკლა თავიო. ამ დროს მამა საერთოდ არ ჰყავს. არასდროს არ რჩებოდა ღამით გარეთ. იმ დღეს რომ არ მოვიდა სახლში, მარტო ვიყავი. გაიქცნენ ბიჭები, კლასელებთან მოიკითხეს. მერე დავიწყეთ ძებნა და მესამე დღეს შუადღით ვიპოვეთ“,- აცხადებს გარდაცვლილის დედა.

14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული, თუმცა ოჯახს სუიციდის ვერსიის არ სჯერა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალებში მცხოვრები ციცო გახელიძე შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას უკვე 4 წელია ელოდება.

შემთხვევა 2015 წლის მარტის თვეში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალებში მოხდა.