კასპში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლე მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა

კასპში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის მეუღლე, მიხეილ დვალიშვილი, მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ გამოაცხადა, რითაც ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც აღკვეთი ღონისძიების სახით 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ დვალიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 140-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.