კაჭრეთში სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

სოფელ კაჭრეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქვესადგურების თანამშრომელი დაიღუპა.

შემთხვევაგუშინ მოხდა, გვიან ღამით მამაკაცს დენმა მაშინ დაარტყა, როცა ის  აღდგენით სამუშაოებს ატარებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტროუსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.