კბილებით გადავღრღნი ამათი გულისთვის ყველას და ყველაფერს-ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია პარლამენტთან დღევანდელ აქციას გამოეხმაურა და “სირცხვილიას” ორგანიზატორის მარიამ გეგუჩაძის ცხვართან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა.

“აგერ ნახეთ, რამდენ გარეკანზე მოხვდეს ეს ფოტო.

ვგიჟდები ჩვენს მომავალზე. არავინ მირჩევნია ამათ და კბილებით გადავღრღნი ამათი გულისთვის ყველას და ყველაფერს”-წერს გვარამია.