“კეთილი უნდა ენება და სათითაოდ გასცნობოდა თითოეულ ქეისს”, – ასე ეხმიანება მომღერალი ნინი ქარსელაძე სალომე ზურაბიშვილის საშიშ დანაშაულში მსჯავრდებულების შეწყალებას. მომღერალმა ამის შესახებ ნიუპოსტთან გააკეთა კომენტარი.
“პრეზიდენტის დამოკიდებულება შეწყალებებთან დაკავშირებით ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ჩემი აზრით, მას შეეძლო ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა შეწყალების სიებს, კეთილი ენება და სათითაოდ გასცნობოდა თითოეულ ქეისს. სამწუხაროა, რომ ის ერთ-ერთი მთავარი უფლება, რომელიც პრეზიდენტს აქვს ჩვენს ქვეყანაში, ვერ შეძლო და სწორად ვერ გამოიყენა. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი პრინციპების წინააღმდეგ მიწევს წასვლა და ამ ყველაფრის თქმა. მკვლელი და ნარკორეალიზატორი ჩემთვის სინონიმებია!!!!
პ.ს. პრეზიდენტის სასახლე მგონი, მოჯადოებულია, შეწყალების თემებზე”- აცხადებს მომღერალი ნინი ქარსელაძე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა და საზოგადოებას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.