ხაბეიშვილი რომ არ გვყავდეს, რა გვეშველებოდა, როგორ ვიხალისებდით? – კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომელიც ჭავჭავაძის რეაბილიტაციაზე გამოყოფილი თანხების არამიზნობრიობას ეხებოდა.
„ხაბეიშვილი რომ არ გვყავდეს, რა გვეშველებოდა, როგორ ვიხალისებდით? შესყიდვა, რომელსაც ვახორციელებთ, მოიცავს 10 ქუჩას. სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ქალაქში იქნება კონკრეტული ხაზები, საავტობუსე ზოლები. როგორი ფომით და რა ფორმით უნდა გაკეთდეს, სწორედ ამისკეენ არის მიმართული ეს კვლევა“ – აცხადებს კალაძე
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, თანხები რომელიც თბილისის მერიამ ჭავჭავაძისა და ხიზანიშვილის ქუჩებზე პროექტების განხორციელებისთვის გამოყო, არამიზნობრივად იხარჯება. საუბარია 930 ათას ლარზე.
“თუ თბილისის გენერალური გეგმა დაჯდა 3 მილიონ ლარამდე, მხოლოდ 3 ქუჩის დაგეგმარება სატრანსპორტო მიმართულებით, რატომ ჯდება 930 ათასი ლარი, ხომ არ გვაქვს საქმე ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან?”-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.