ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს 3 წევრს ბრალი წაუყენეს

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას ბრალდება წარედგინათ.

„2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით”,- წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყება ხაბეიშვილს ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით, საგამოძიებო ორგანოში იბარებს.

24 იანვარს თბილისის საკრებულოს ,,ქართული ოცნების დეპუტატები” ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.