,,ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები? ეს არასწორია”- ასე გამოეხმაურა თბილისი მერი კახა კალაძე ფინანსთა სამინისტროს მიერ “ტვ კავკასიის”, “რუსთავი 2-ისა” და “ტვ პირველის” ანგარიშებზე ინკასოს დადებას.
“თემას არ ვიცნობ, მაგრამ დავალიანება თუ აქვთ, რა თქმა უნდა გადასახდელია”, – აცხადებ კალაძე.
შეგახსენებთ, “ტვ პირველის”, “რუსთავი 2-ისა” და “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო 25 დეკემბერს დაედო. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფოს წინაშე დავალიანება აქვთ დაგროვილი, 23 დეკემბერს გააფრთხილა. უწყებამ მათ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი დავალიანების დასაფარად ერთდღიანი ვადა მისცა.
ტელეკომპანია “კავკასიას” და “ტვ პირველის” პოზიციაა, რომ ისინი დავალიანებას არ გადაიხდიან მანამ, სანამ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობლი მედიასაშუალებები არ დაიწყებენ დაგროვილი დავალიანებების გადახდას.
არსებული ინფორმაციით, სამი ტელეკომპანიის “რუსთავი 2-ის”, “მაესტროსა” და “იმედის” ჯამური დავალიანება 55 მილიონ ლარს შეადგენს.