ხალხს უნდა ვკითხოთ, გავაგრძელოთ თუ არა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია-კალაძე

„იყო აზრთა სხვადასხვაობა, გავაგრძელოთ წელსვე ეს პროექტი და მივიყვანოთ მთლიანი სამუშაოები ბოლომდე, ვაკის პარკამდე თუ შევწყვიტოთ კონკრეტულ მონაკვეთამდე, თაქთაქიშვილის ქუჩამდე. იქ გავაჩეროთ სამუშაოები, მოვაწესრიგოთ ყველაფერი და გაზაფხულზე განვაახლოთ“, – თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჭავჭავაძის რეაბილიტაციის შესახებ განაცხადა. 

კალაძის ინიციატივით, სოციალურ ქსელში უნდა ჩატარდეს გამოკითხვა, რას ფიქრობენ ადამიანები ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

„მგონია, რომ რადგან ჩვენ დავიწყეთ ეს სამუშაოები, ჯობია ბოლომდე მივიყვანოთ, გაგრძელდეს სამუშაოები. საკმაოდ დიდი ტემპია, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და ჯობია, რომ ეხლავე, ზამთრის პერიოდში მოხდეს ყველა ამ სამუშაოების ჩატარება, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება იმიტომ, რომ გაზაფხულზე ისევ მტვერი, ჭუჭყი და ტალახი არ იყოს. ამიტომ მგონია, რომ ალბათ უნდა გავაგრძელოთ სამუშაოები, თუმცა მე მინდა მაინც ვკითხო მოსახლეობას“, – განაცხადა  კალაძემ.