ხალვაში არაფრით არ არის ვალდებული ჩვენთან- ეს განცხადება “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა გააკეთა.
დვალი აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაში არ არის მოვალე, რომ მათ რამე გადაუფორმოს, რადგან ის არხის 100%-ის მფლობელია. მისი განცხადებით, ა ყველაფერი ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
„სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვართ ერთი ადამიანის, ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე დამოკიდებული დღეს. სახელმწიფომ ქნა ყველაფერი, კონკრეტულად პროკურატურამ, რომ ჩვენ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი ამ წუთას არ გვაქვს. შესაბამისად, ეს არის კეთილი ნება. დრო ბევრი გავიდა იმის შემდეგ, რაც გაჟღერდა სხვა ციფრები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთლით, რომ ქიბარ ხალვაშს სრული უფლება აქვს, დაასახელოს ნებისმიერი ციფრი. ან საერთოდ არაფერი არ შემოგვთავაზოს. უბრალოდ ჩვენი სრული უფლებაა, მივიღოთ ან არ მივიღოთ.
ქიბარმაც დაადასტურა, რომ კმაყოფილება არ გვეხატა მაინც და მაინც. ძალიან საინტერესო საუბარი იყო, მაგრამ ყველაფერი დაიყვანება იმაზე კონტროლად ვისია. ამიტომ ჩვენი პასუხიც იქნება დაფუძნებული ამ ანალიზიდან გამომდინარე. უბრალოდ პასუხს მკაფიოს და ჩამოყალიბებულს ამ წუთას არ ვიძახით.
ქიბარი არაფრით არ არის ვალდებული ჩვენთან, ქიბარი უდგება ამას, როგორც მეწარმეს და ძალიან ღელავს “რუსთავი 2-ის” ფინანსურ მდგომარეობაზე და ღელავს, რომ როგორმე კრიზისიდან გამოიყვანოს ტელევიზია,“ – განაცხადა დავით დვალმა