ხალვაშის გადასაწყვეტია ის საკუთარ ქონებას გაყიდის, თუ არა-ეს განცხადება უმრავლესობის წევრის მათიკაშვილმა “რუსთავი 2-ის” გაყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გააკეთა.
, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ქიბარ ხალვაში არის კერძო მესაკუთრე და ის თავად გადაწყვეტს გაყიდოს, თუ დაიტოვოს თავისი ქონება. მისივე თქმით, პოლიტიკური სპეკულაცია ამ თემით, დაუშვებელია.
„სტრასბურგის ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა აღსრულება ცნობილი საქმის “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით და ქონება დაუბრუნდა მის კანონიერ მესაკუთრეს. მისი გადასაწყვეტია ის ამ ქონებას გაყიდის, თუ არა. კონკრეტულ ოპერაციას ჩაატარებს, მის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი არის სრულ თავისუფლებაში განკარგოს მის საკუთრებაში არსებული ქონება. ასე, რომ აქ პოლიტიკური სპეკულაციაა მხოლოდ და მხოლოდ ამის თქმა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ქონების რეალიზაცია, როგორც თვითონ ქიბარ ხალვაშმა განაცხადა მოხდება კონკურსის წესით, ღიად, საჯაროდ. დღეს საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნება მყიდველი ამ ქონების, თუ კი მოხდება მისი რეალიზაცია, არის აბსოლუტურად ზედმეტი,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.