ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძარს 12 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა. ხანძრის შედეგად დაშავდნენ ოჯახის სხვა წევრებიც. ბავშვის დედა და დეიდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰიყვანეს.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.