ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სამრეკლო ჩამოინგრა

ხანძრის შედეგად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის  სამრეკლო ჩამოინგრა. ფრანგული მედიის ცნობით, ამის შესახებ პარიზის მერის მოადგილემ განაცხადა.

ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.ხანძარი შესაძლო ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისკენ თავი შეიკავონ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი საღამოს გაჩნდა.