ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში 65 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ინფორმაციას ადასტურებენ ხარაგაულის მერიაში. მათი ინფორმაციით, მამაკაცს გული აწუხებდა და მას ახლახან სტენტირება ჰქონდა გაკეთებული.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ალერგიის საწინააღმდეგო ნემსის გაკეთებისთანავე გარდაიცვალა, რადგან კრაზანამ კისერში, არტერიაზე დანესტრა.
ამჟამად გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.