ხარაგაულში,სოფელ ხუნევში მეზობლები პანაშვიდზე არ მივიდნენ, რადგან გარდაცვლილის ქვრივი დაკრძალვისთვის იტალიიდან ჩამოვიდა. იტალიიდან ჩაოსულმა გარდაცვლილის ქვრივმა 4 დღის წინ თვითიზოლაციის წესები დაარღვია და ამ დრომდე სოფელში იმყოფება.
როგორც მეზობლები აცხადებენ ქალს ქმარი გარდაეცვალა და იტალიიდან ამის გამო დაბრუნდა. თუმცა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე პანაშვიდზე მეზობლები არ მივიდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ შეშინებულები არიან, ამის გამოც ქალის ერთ-ერთმა მეზობელმა სოფელი უკვე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევა ფიქსირდება.