ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
„ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე“, – აცხადებენ სუს-ში.
როგორც სუს-ში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მათივე თქმით, საკითხს განიხილავენ 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე.