„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, სოციალურ ქსელში ჟურნალისტებს ბოდიშს უხდის.
„ბოდიში მინდა მოვუხადო ჟურნალისტებს, ვინც გავანაწყენე და სათანადო ყურადღება ვერ დავუთმე აქციის ღამეს და გამთენიისას.
რამდენიმე მათგანთან ფიზიკურად ვერ მოვასწარი მოთხოვნილი კომენტარის გაკეთება.
თქვენი საქმიანობა შეუფასებელია და ვერ წარმომიდგენია თქვენს გარეშე ქვეყნისთვის, იმ სიკეთისთვის ბრძოლა, რომლისაც ყველას გვჯერა“, – წერს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, გამთენიისას, დაახლოებით დილის 5 საათზე აქცია სპეცრაზმმა დაშალა.