“ხატთმებრძოლეობა”-ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე “გირჩის” დღევანდელ მსვლელობას.
“ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს. ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის სახელით XXI საუკუნეში VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი!!!”, – წერს ირაკლი კობახიძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, დღეს “გირჩის” აქტივისტებმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილეებმა “ბიძინა ივანიშვილის ხატებით” ხელში , ივანიშვილის სახლამდე მსვლელობა მოაწყვეს.
აქტივისტებმა ივანიშვილს უმღერეს “ვხედავ მეცხვარეს”.