რეალურად, თუ გადავხედავთ მამუკა ხაზარაძის განცხადებებს – რა იყო და რაზე საუბრობდნენ, დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა რეალობა. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აიხლართა მის მიერ წამოწყებულ შავ კამპანიაში ჩემსა და ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებებს „პროგრესბანკთან“ დაკავშირებით.
,,რეალურად თუ გადავხედავთ მამუკა ხაზარაძის განცხადებებს – რა იყო და რაზე საუბრობდნენ, დღეს გვაქვს აბსოლიტურად სხვა რეალობა. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აიხლართა თავის მიერ წამოწყებულ შავ კამპანიაში ჩემ წინააღმდეგ და ბატონი ივანიშვილის წიააღმდეგ. თავიდან გვეუბნებდნენ, რომ არსებობდა ასეთი აუდიტორიული დასკვა, რომელიც საერთაშორისო კომპანიამ გააკეთა და მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ეს იყო სიცრუე. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ თუ არსებობს ასეთი დოკუმენტაცია, წარმოადგინონ ან წარუდგინონ ეროვნულ ბანკს, თუმცა თვითონ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. რეალობაში, ერთადერთი კვლევა, ეს იყო აქტივების შემოწმება და ფასის დადგენა, რამდენად შეესაბამებოდა იმ თანხას, რომელიც უნდა გადაეხადათ. ეს არის დღევანდელი რეალობა და მე მგონია, რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს”, – განაცხადა კახა კალაძემ.