ხაზარაძე მზად არის პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეს

დღევანდელი ჩაშლილი კომიტეტის სხდომის შემდეგ მამუკა ხაზარაძე მზად არის პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეს. საღამოს მან ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მზად არის საჯარო ტრიბუნიდან საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს:

“მეგობრებო,

როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ შედგა და არ მომეცა საშუალება გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი. ჩვენ მზად ვართ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან.
რადგან ეს ცდება ერთი და ორი ადამიანისა თუ ინსტიტუტის საკითხს და ეხება მთლიანად ქვეყანას და ამასთან ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი, ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან უახლოეს დღეებში. იმედია, მალე გაირკვევა სიმართლე და არ შეიქმნება ვითარება შემდგომი გაუგებრობისა და სპეკულაციებისთვის.“ – წერს ხაზარაძე ფეისბუქ სტატუსში.